Mining Company

Mining Company "Paravanperlite" Ltd company information, Employees & Contact Information

შპს სამთო კომპანია "ფარვანპერლიტი” დაფუძნდა 2002 წელს. წიაღით სარგებლობის ლიცენზიის საფუძველზე, კომპანია ახორციელებს პერლიტის მოპოვებას, ნედლეულის გადამუშავებას და ფრაქციონირებული პერლიტის პროდუქციის რეალიზაციას. პერლიტისა და ობსიდიანის საბადო მდებრეობს საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, თბილისიდან 130 კმ–ში, ზღვის დონიდან 2150–2300 მეტრ სიმაღლეზე, საქართველოს უდიდესი ტბის - ფარავნის ტბის - სიახლოვეს. ამერიკისა და უკრაინის პერლიტის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შედეგად ჩვენი კომპანია ეცნობა თანამედროვე ტექნოლოგიებს, რის შედეგადაც წარმოებაში მუდმივად ინერგება უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებისთვის.ჩვენი ფრაქციონირებული პერლიტის 95% გადის ექსპორტზე უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში და ყაზახეთში. პერლიტის გადამუშავების ტექნოლოგია ითვალისწინებს დამსხვრევა–შრობა–ფრაქციონირება–შეფუთვის ოპერაციებს. მზა პროდუქციის მომხმარებლებზე მიწოდება ხდება ჩვენი ქარხნიდან როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო ტრანსპორტით. ასევე, ჩვენი პროდუქციის მიწოდება შესაძლებელია საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურებიდან: ფოთის პორტიდან და ბათუმის პორტიდან. სამთო კომპანია „ფარავანპერლიტი“ საქართველოში ერთადერთი მწარმოებელია პერლიტის ბლოკებისა და პერლიტის სხვადასხვა სამშენებლო პროდუქტის, რომელიც შეესაბამება „ეკო სახლისა“ და „თბილი სახლის“ თანამედროვე სტანდარტებს, სამშენებლო მასალებისა და ენერგო რესურსების ეფექტურად გამოყენების თვალსაზრისით.
Looking for a particular Mining Company "Paravanperlite" Ltd employee's phone or email?

Mining Company "paravanperlite" Ltd Questions

Free Chrome Extension

Find emails, phones & company data instantly

Find verified emails from LinkedIn profiles
Get direct phone numbers & mobile contacts
Access company data & employee information
Works directly on LinkedIn - no copy/paste needed
Get Chrome Extension - Free

Aero Online

Your AI prospecting assistant