ალფა სახლი

ალფა სახლი company information, Employees & Contact Information

„ალფა სახლი” მსხვილი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ქმნის კომფორტს და ხარისხსს - ადამიანების გემოვნებასა და მოთხოვნებზე ორიენტირებულ პროექტებს. „ალფა სახლი“ პროფესიონალ, მაღალი ღირებულებების მქონე გუნდთან ერთად სამშენებლო სფეროში ორი ათწლეულია პოზიციონირებს. ჩვენი დასრულებული პროექტები ჩვენივე იმიჯის ანარეკლია. დღეს უკვე ზუსტად ვიცით, რომ ახალ სახლში გადასვლა, ახალი ცხოვრების სტილის დაწყებას ნიშნავს, გვსურს გავყიდოთ ემოცია და არა კვადრატული მეტრი. ამიტომ ჩვენი ყველა სამშენებლო პროექტი თანამედროვე მოთხოვნების გათალისწინებით, კომფორტსა და ცხოვრების ახალ სტილზეა ორიენტირებული, იქ სადაც დრო ყველაზე ძვირფასია. ჩვენი გუნდისთვის ახალი გამოწვევების კვალდაკვალ, თანამედროვე, აქტიური ადამიანების მოთხოვნები ინსპირაციის წყაროდ იქცა. მწვანე და ჯანსაღი გარემო, პრაქტიკული და მოსახერხებელი დაგეგმარება, განახლებული ტექნოლოგიური აღჭურვილობით მოწყობილი ინფრასტრუქტურა, გამორჩეული და დახვეწილი დიზაინი - ინტერიერი და ექსტერიერი, ხარისხისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები, რაც მთავარია, პასუხისმგებლობა - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ჩვენთვის უმთავრესია. „ალფა სახლის” ყველა პროექტი საუკეთესო ადგილმდებარეობითა და მშენებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ჩვენივე გამოცდილებით ვიზრდებით, განვლილი 20 წელი ჯამში ქმნის წარმატების და წვრილ-წვრილი შეცდომების უდიდეს ისოტირიას. მშენებლობა მაღალი პასუხისმგებლობის გააზრების გარეშე წარმოუდგენელია. ვიაზრებთ სამშენებლო სფეროში თანმხლები სირთულეების არსებობას, ასევე ვიაზრებთ რომ მომხმარებლის კმაყოფილება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. სწორედ ამიტომ შევქმენით მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილება, ასევე ცხელი ხაზი, სადაც ალფა სახლის მაცხოვრებლებს თავისუფლად შეუძლიათ დააფიქსირონ თავიანთი სურვილები, საჭიროებები, მოთხოვნები, ამ ყველაფერზე სწრაფი რეაგირება, გადაჭრის გზების და ორივე მხარის საერთო ინტერესების მოძიება ჩვენი ყოველდღიური საზრუნავია. დაგვეთანხმებით, ეს ყველაფერი ალფა სახლს ყველასგან გამორჩეულს ხდის.
Looking for a particular ალფა სახლი employee's phone or email?

Ალფა Სახლი Questions

Top ალფა სახლი Employees

Free Chrome Extension

Find emails, phones & company data instantly

Find verified emails from LinkedIn profiles
Get direct phone numbers & mobile contacts
Access company data & employee information
Works directly on LinkedIn - no copy/paste needed
Get Chrome Extension - Free

Aero Online

Your AI prospecting assistant